logo_geo
თორნიკე რიჟვაძე: ჩვენი გუნდი მუშაობს, რათა ბათუმი გახდეს ტექნოლოგიური ჰაბი, ლოჯისტიკისა და ვაჭრობის გლობალური ცენტრი
- +

25 მარტი. 2023. 14:10

 

 

 

საერთაშორისო მედია ჯგუფი - Kaori Media ტურიზმის, ეკონომიკის, ლოჯისტიკის, ტექნოლოგიებისა და მშენებლობის თემებით დაინტერესდა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო აჭარაში მიმდინარე მსხვილ საინვესტიციო-ტურისტულ პროექტებზე, ეკონომიკური ზრდის ტენდენციებსა და აჭარის მრავალფეროვან ტურისტულ გარემოზე.  

 

თორნიკე რიჟვაძე საერთაშორისო მედია ჯგუფთან შეხვედრას სოციალურ გვერდზე აჯამებს და შემდეგ თემებზე ამახვილებს ყურადღებას:

 

▪ აჭარაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 37%-ით გაიზარდა და 2022 წელს 116,5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა

 

▪ ბიზნესბრუნვა გაიზარდა 20%-ით, გამოშვება 16%-ით, ხოლო დასაქმება 8%-ით

 

▪ აჭარის ბიუჯეტი ბოლო 4 წლის განმავლობაში გაორმაგდა

 

▪️ 2022 წელს აჭარას 3.5 მილიონი ვიზიტორი სტუმრობდა, ჩვენი მიზანია ვიზიტორთა რაოდენობის 6 მილიონამდე  2025 წლისთვის

 

▪ საინვესტიციო პორტფელმა  4 მილიარდი დოლარი შეადგინა

 

▪️ ბათუმი აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო დერეფანია. ჩვენი გუნდი მუშაობს, რათა ბათუმი გახდეს ტექნოლოგიური ჰაბი,  ლოჯისტიკისა და ვაჭრობის გლობალური ცენტრი

 

▪ მიმდინარეობს მუშაობა აეროპორტის გამტარუნარიანობის ზრდისა და განვითარების ახალ გეგმაზე

 

ვრცელი ინტერვიუ თორნიკე რიჟვაძესთან და ინფორმაცია აჭარაში მიმდინარე საინვესტიციო-ტურისტული პროექტებისა და გეგმების შესახებ, არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთ ყველაზე მაღალტირაჟიან ინგლისურენოვან გამოცემა - Khaleej Times-ში გამოქვეყნდება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი