logo_geo
პროკურორი: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე წარმართული განახლებული გამოძიება და სასამართლო განხილვა ჩატარდა უმაღლესი ევროპული სტანდარტის შესაბამისად
- +

25 მარტი. 2023. 22:12

 

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე წარმართული განახლებული გამოძიება და სასამართლო განხილვა ჩატარდა უმაღლესი ევროპული სტანდარტის შესაბამისად, - ამის შესახებ პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

წლების განმავლობაში დაცვის მხარე, ბრალდებულები, მათი ადვოკატები, ოჯახის წევრები მაქსიმალურად ცდილობდნენ მოეხდინათ საგამოძიებო და სასამართლო განხილვის პროცესის დისკრედიტაცია და წარმოეჩინათ ეს იმგვარად, თითქოს და სახელმწიფოს მხრიდან არაერთ დარღვევას ჰქონდა ადგილი ბრალდებულების მიმართ.

როგორც სტრასბურგის სასამართლომ ერთხმად დაადგინა, არც ერთი უფლება ირაკლი ფირცხალავასა თუ გიორგი ცააძის არ დარღვეულა. მათ მიმართ საქმის განხილვა წარიმართა სამართლიანი სასამართლოს უფლების ყველა ასპექტის დაცვით“, - განაცხადა პროკურორმა.

24 მარტს ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოქვეყნდა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, „კორტების სპეცოპერაციის“ საქმეზე მსჯავრდებული პირების მიმართ ეროვნული სასამართლო პროცესები სამართლიანად ჩატარდა.

 

 

big_banner
არქივი