logo_geo
დღეს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
- +

26 მარტი. 2023. 09:49

 

 

26 მარტს სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

 

ჩუღურეთის რაიონი

 

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სიღნაღის, დოდო ჭიჭინაძის, ტერენტი გრანელის, დავითაშვილის, დავით ბერიაშვილის, ჩეჩელაშვილის, პაატა  სააკაძის, ბელა მირიანაშვილის, ხრამჰესის, ახალი არსენალის, ასპინძის, პეტრე ბაგრატიონის, ძეგამის, ბოდავის, ზეგანის, ნინო და კალისტრატე სალიების, გუმათის, ეკატერინე ჭავჭავაძის, დიღომბარის, ლამის, თამარაშენის, მნათობის და ჯაბაურის ქუჩების მოსახლეობას.

 

ვაკის რაიონი

 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზანდუკელის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

 

big_banner
არქივი