logo_geo
თავდაცვის უწყებამ ომში დაღუპული გმირების შვილებს ბაკურიანში უმასპინძლა
- +

26 მარტი. 2023. 11:09

 

 

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში, საერთაშორისო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული გმირების ოჯახებზე ზრუნვა და მხარდაჭერა თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახების სოციალური მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეების შვილებმა 4 დღის განმავლობაში დაბა ბაკურიანში დაისვენეს.

 

სამთო-სათხილამურო კლუბი „იქსტრიმის“ დახმარებით, 14-17 წლის ასაკობრივი კატეგორიის ბავშვებმა სპორტული, გასართობი, კულტურული და შემეცნებითი აქტივობები განახორციელეს. პროექტის დასასრულს, სამხედრო მოსამსახურეების შვილები სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსმა კარლო ლაბაძემ მოინახულა.

 

 

big_banner
არქივი