logo_geo
ჯუანშერ ბურჭულაძე ნდობის ჯგუფის შეხვედრას დაესწრო
- +

27 მარტი. 2023. 17:18

 

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომას დაესწრო. მინისტრმა ნდობის ჯგუფის წევრებს გასული წლის ანგარიში წარუდგინა და მიმდინარე წლის პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო, რომლებიც საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების ამაღლებას ისახავს მიზნად. შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მისწრაფებები და ამ მიზნით განხორციელებული რეფორმები.

 

ჯუანშერ ბურჭულაძემ დეპუტატებს დახურულ ფორმატში თავდაცვის სამინისტროში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ სახელმწიფო საიდუმლო შესყიდვებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე ასევე განიხილეს შეიარაღებისა და აღჭურვილობის მოდერნიზაციის, ინფრასტრუქტურის განახლებისა და სამხედრო მოსამსახურეების სოციალური პირობების გაუმჯობესების კუთხით გადადგმული ნაბიჯები.

 

შეხვედრას თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები და მინისტრის მოადგილეები დაესწრნენ.

 

 

big_banner
არქივი