logo_geo
კიბერუსაფრთხოების ბიურო FIRST-ში გაწევრიანდა
- +

28 მარტი. 2023. 11:30

 

 

თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიურო ინციდენტებზე რეაგირებისა და უსაფრთხოების გუნდების გლობალურ ფორუმში - FIRST გაწევრიანდა. აღნიშნული ფორუმი კიბერინციდენტებზე რეაგირების საუკეთესო გამოცდილების გაზიარების კუთხით გლობალურად აღიარებული პლატფორმაა.

 

FIRST-ში გაწევრიანება კიბერუსაფრთხოების ბიუროს გუნდს საშუალებას მისცემს, სხვადასხვა პრაქტიკულ ღონისძიებებში ჩართვითა და გამოცდილების გაზიარებით, გააუმჯობესოს თავდაცვის სფეროში კიბერინციდენტებზე რეაგირების შესაძლებლობები და ამ კუთხით, მუდმივ რეჟიმში თანხვედრაში იყოს თანამედროვე მიდგომებთან.

 

 

big_banner
არქივი