logo_geo
პარლამენტის თავმჯდომარე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლებს შეხვდა
- +

28 მარტი. 2023. 15:55

 

 

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა შეხვედრა გამართა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლებთან.

 

შეხვედრის მონაწილეებმა მიმოიხილეს საქართველოს მიერ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროგრესი და პლატფორმის წარმომადგენლების ინიციატივები. აგრეთვე, განიხილეს დარჩენილ აქტივობებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის გეგმები და აღნიშნულ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის საკითხები.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი