logo_geo
თბილისის მერია: თბილისის მეტროს არცერთ სადგურში პლაკატები არ განთავსებულა და კომპანიის მხრიდანაც არ გაცემულა არანაირი ნებართვა
- +

30 მარტი. 2023. 20:22

 

თბილისის მეტროს არცერთ სადგურში პლაკატები არ განთავსებულა და კომპანიის მხრიდანაც არ გაცემულა არანაირი ნებართვა, - ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მათი ინფორმაციით, პლაკატები განთავსებული იყო რამდენიმე მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე და მიწისქვეშა გადასასვლელებში.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, თბილისის მეტროსადგურებში საინფორმაციო პლაკატები განთავსდა.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ თბილისის მეტროს არცერთ სადგურში პლაკატები არ განთავსებულა და კომპანიის მხრიდანაც არ გაცემულა არანაირი ნებართვა. თბილისის სატრანსპორტო კომპანია მკაცრად აკონტროლებს მსგავს ფაქტებს და რეაგირებს ოპერატიულად.

რაც შეეხება პლაკატებს, განთავსებული იყო რამდენიმე მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე და მიწისქვეშა გადასასვლელებში.

აღნიშნულ ფაქტზე კომპანია მოახდენს რეაგირებას, ჩამოიხსნება პლაკატები და ტერიტორიები მოწესრიგდება.

გვინდა შევახსენოთ ყველას, დედაქალაქის ქუჩებსა და მიწისქვეშა გადასასვლელებში პლაკატების განთავსება არის კანონდარღვევა და მსგავსი ფაქტის ჩამდენი პირები კანონის შესაბამისად ისჯებიან“, - ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

big_banner
არქივი