logo_geo
თავდაცვის ძალების მეთაური დასავლეთ სარდლობის ქვედანაყოფებს ესტუმრა
- +

1 აპრილი. 2023. 10:16

 

 

 

თავდაცვის ძალების მეთაურმა დასავლეთ საქართველოში არსებული ქვედანაყოფები მოინახულა. გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ადგილზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს მეთაურის მოადგილესთან, გენერალური შტაბის უფროს გენერალ-მაიორ ჯონი ტატუნაშვილთან და თავდაცვის ძალების მთავარ სერჟანტთან, მთავარ სერჟანტ გიორგი გოგოჭურთან ერთად გაეცნო.

 

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა რამდენიმე ლოკაცია მოინახულეს, მათ შორის: სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადა, კოპიტნარის საავიაციო ბაზა, ხონის მე-6 საარტილერიო ბრიგადა, ქუთაისის მე-3 ქვეითი ბრიგადა და ბათუმის ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადა.

 

დასავლეთში ვიზიტის ფარგლებში, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი სარდლობაში მიმდინარე რამდენიმე სწავლების მიმდინარეობასაც გაეცნო და სორტას პოლიგონზე რეზერვისტებს გაესაუბრა.

 

 

big_banner
არქივი