logo_geo
ბრიტანულმა Vogue-მა ბრაილის შრიფტით დაწერილი ნომერი გამოუშვა
- +

13 მაისი. 2023. 01:05

 

 

 

ბრიტანულმა Vogue-მა თავის ისტორიაში პირველად ბრაილის შრიფტით დაწერილი ნომერი გამოუშვა. გარდა ამისა, ჟურნალის მაისის ნომერი აუდიოფორმატშიც არის ხელმისაწვდომი.

 

მაისის ნომერში გამოქვეყნებულია მასალები, რომლებიც ეძღვნება განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებს მუსიკის, ხელოვნებისა და სპორტის სფეროებიდან.

 

Vogue-ის ვებგვერდზე შესაძლებელია ჟურნალის აუდიოვერსიის მოსმენა ან ბრაილის შრიფტით დაწერილი ვერსიის გადმოწერა და შემდგომში - დაბეჭდვა სპეციალურ მოწყობილობაზე.

 

 

big_banner
არქივი