logo_geo
ოთარ შამუგია: მესხური ვაზის ჯიშების დიდი ნაწილი უკვე აღდგენილია ჯიღაურას ბაზაზე, რომელიც შეიქმნა ბიძინა ივანიშვილის უშუალო ჩართულობით და უსასყიდლოდ გადმოეცა სახელმწიფოს
- +

14 მაისი. 2023. 21:50

 

 

მესხური მწავნე, ახალციხური თეთრი, შავი ასპინძურა, ცხენის ძუძუ თეთრი, ცხენის ძუძუ შავი, წიქვაძისეული მესხური ხიხვი - უძველესი აბორიგენი ჯიშების სია ვრცელია. 6600 ნერგი ფერმერებს სამცხე-ჯავახეთში უფასოდ გადაეცათ. გადაშენების პირას მისული ადგილობრივი აბორიგენული ჯიშების მოძიება, აღდგენა და დაცვა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, ჯიღაურას ბაზაზე მოხდა. ეს უნიკალური ბაზა, როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ „იმედის კვირას“ განუცხადა, სამეცნიერო-კვლევით ცენტრს ფონდმა „ქართუმ“ უსასყიდლოდ გადასცა.

 

„ჩვენ გვაქვს 26-მდე მესხური ვაზის ჯიში უკვე შერჩეული და მათი დიდი ნაწილი უკვე აღდგენილია ჯიღაურას ბაზაზე, რომელიც არის უნიკალური ბაზა და ეს ბაზა შეიქმნა ბატონი ბიძინა ივანიშვილის უშუალო ჩართულობით, მისი თაოსნობით და შემდგომში ის გადმოეცა უსასყიდლოდ სახელმწიფოს. სწორედ ეს გვაძლევს საშუალებას, რომ იმ პროექტის ფარგლებში, რომელიც ამჟამად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მიმდინარეობს, მოსახლეობას უსასყიდლოდ გადავცეთ მესხური ვაზის ნერგები და მათ ჰქონდეთ საშუალება ტერასებზე დარგონ ნერგები და მიიღონ მოსავალი“, - განაცხადა მინისტრმა.

 

 

 

big_banner
არქივი