logo_geo
თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე სამსართულიანი სახლში ხანძარი ლიკვიდირებულია
- +

15 მაისი. 2023. 16:57

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე მაშველებმა თაბუკაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს.

 

არსებობდა ხანძრის გავრცელების საფრთხე, თუმცა უწყვეტი მუშაობის შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს ხანძრის ლოკალიზება და შემდეგ ლიკვიდაცია. მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება.

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა.

 

მისამართზე 13 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი იყო მობილიზებული, ასევე ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო-სამედიცინო სამსახური და  საპატრულო პოლიცია.

 

 

big_banner
არქივი