logo_geo
კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორი „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
- +

16 მაისი. 2023. 13:37

 

 

პროექტი „ჩვენი ჯარი“, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად საზოგადოების ინფორმირებისა და ახალგაზრდებში ჯარის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ახორციელებს, მიმდინარე სასწავლო წელს წარმატებით სრულდება. პროექტის ფარგლებში კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორი, პოლკოვნიკი მალხაზ გოლეთიანი ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის №41 საჯარო სკოლას ესტუმრა და შეხვედრა გამართა. მან მაღალი კლასების მოსწავლეებთან საქართველოს თავდაცვის ძალების ისტორიის, მიზნების, ამოცანებისა და თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების შესახებ ისაუბრა. ასევე, ყურადღება გაამახვილა სამხედრო საქმის მნიშვნელობაზე.

 

პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა მოსწავლეებს პირადი გამოცდილებაც გაუზიარა და მოგვიანებით მათთვის საინტერესო შეკითხვებს უპასუხა. საქართველოს მასშტაბით, თავდაცვის ძალების წარმომადგენლები საჯარო სკოლების მოსწავლეებს ეტაპობრივად ხვდებიან და ქართული ჯარის შესახებ აქტუალურ ინფორმაციასა და სიახლეებს პირადად აწვდიან. პროექტი ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებასა და პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას ისახავს მიზნად.

 

 

big_banner
არქივი