logo_geo
Tesla Roadster-ის გამოშვება 2024 წლამდე გადაიდო
- +

20 მაისი. 2023. 10:22

 

 

სპორტული ელექტრომობილის Tesla Roadster-ის გამოშვება 2024 წლამდე გადაიდო. ამის შესახებ გამოცემა Electrek წერს.

 

როგორც კომპანიის აქციონერთა შეკრებაზე Tesla-ს ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა განაცხადა, Roadster-ის მასობრივი წარმოება 2024 წელს დაიწყება. ოფიციალური ინფორმაციით, Roadster ბრენდის ყველაზე სწრაფ ელექტრომობილად ითვლება - მისი მაქსიმალური სიჩქარე 400 კმ/სთ იქნება, ხოლო 0-დან 100 კმ/სთ სიჩქარეს ავტომობილი 1,9 წამში ავითარებს.

 

ილონ მასკს Roadster-ის გამოშვების თარიღის გადადების მიზეზი არ დაუსახელებია. თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ 2017 წელს დაანონსებული ელექტრომობილი 2020 წლიდან გაიყიდებოდა, თუმცა მას შემდეგ ავტომობილის გამოშვება რამდენჯერმე გადაიდო.

 

 

big_banner
არქივი