logo_geo
უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ისტვან ნაგიმ „აუგუსტის ხილის ქარხანა” დაათვალიერა
- +

23 მაისი. 2023. 12:57

 

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ თენგიზ ნასარიძემ სახელმწიფოს ხელშეწყობით შექმნილი ქარხნის ინფრასტრუქტურა უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრს და უნგრული დელეგაციის წევრებს გააცნო.

 

მცხეთის მუნიციპალიტეტში მოქმედი კომპანია „აუგუსტის ხილის ქარხანა“ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის აგროლოზინგის კომპონენტით  სარგებლობს;   აგროლიზინგის თანხა 250,000 ლარს აჭარბებს. ჯამურად, საწარმოში, 3 მლნ ლარის  ინვესტიციაა განხორციელებული. ქარხანა ხილის ჯემებს და წვენებს აწარმოებს. პროდუქციის რეალიზაცია ხდება ადგილობრივ ბაზარზე, ქსელურ მარკეტებში, ასევე, გადის ექსპორტზე დიდ ბრიტანეთში, კანადაში, ისრაელსა და ყატარში.   შექმნილია  ბულანჟერიის ქსელი „აუგუსტი“, რომელიც აღნიშნულ  საწარმოში დამზადებული პრემიუმ ხარისხის პროდუქციით მარაგდება.

 

 

big_banner
არქივი