logo_geo
„Uzbekistan Airways“-მა ტაშკენტი-ბათუმის მიმართულებით ფრენა დაიწყო
- +

25 მაისი. 2023. 12:55

 

 

„Uzbekistan Airways“-მა ტაშკენტი-ბათუმის მიმართულებით ფრენა დაიწყო. უზბეკური ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს ტაშკენტსა და ბათუმს შორის, ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს და შაბათს შეასრულებს.

 

აღსანიშნავია, რომ „Uzbekistan Airways“ ასევე ოპერირებს ტაშკენტი-თბილისის მიმართულებაზე. ავიაკომპანია საქართველოსა და უზბეკეთის დედაქალაქებს შორის პირდაპირ ავიარეისებს კვირაში 3 სიხშირით ასრულებს.

 

 

big_banner
არქივი