logo_geo
რატი ბრეგაძე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს შეხვდა
- +

25 მაისი. 2023. 19:48

 

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორ კარიმ ხანთან შეხვედრაზე თანამშრომლობის შედეგად მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგები შეფასდა. ასევე, განხილულ იქნა თანამედროვე სამხედრო კონფლიქტების შედეგად არსებული გამოწვევები.

საერთაშორისო სასამართლოებში თანმიმდევრული სტრატეგიული სამართალწარმოება იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტია და სახელმწიფოს ინტერესების დაცვა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება

big_banner
არქივი