logo_geo
ბაია ამაშუკელი პრეზიდენტს: „იქნება ვერც კი მოასწრო პარიზში ჩანთის წაღება!“
- +

28 მაისი. 2023. 10:13

 

 

„მართმადიანი კნეინა“ მუშტებს გვიღერებ ფრანგულად,

სტუმრის სტატუსით ჩამოსულს, ჩვენ გაგისტუმრებთ ქართულად.

ვერასდროს შენ ვერ გახდები ქართველის მბრძანებელიო,

გვარი კი შეგრჩა ქართული, თუმც ბჟეზინსკის გაქვს ყელიო.

ცალი ყბით ქართულს ქადაგებ ჩიქორთულითა ენითა,

მეორე ხელი მტრისკენ გაქვს, დაიფხორები წყენითა,

ქართველს ნუ გადაიმტერებ, უკმეხობითა შენითა,

თორემ განახებს გაფანტულს შენს ბუმბულს ფრენა-ფრენითა.

სეხნია ხარ და დობილი ნათლისა გამწირველისა,

ქალს არ დაგინდობს ქართველი რჯულ-მადლის გამყიდველისას.

შენც, სალომეას მიმდევარს, გაყიდვა გწადის რწმენისა,

ერის და ბერის გაწირვა, მაამებლობა მტერისა.

ქალები გვყავდა მეფენი, მეომარნი და დედანი,

არ უარყვიათ არასდროს ქართველი ხალხის ნებანი.

შენ ვინ მოხვედი ასეთი, ვინ მოგავლინა ჩვენსაო,

მაგ ფრანციცულის ტრფიალით, ნუ გამოიჭრი ყელსაო.

„პარიჟანკულად“ გამოზრდილს გახსენებ ქართველთ თქმულსაო,

„ცხვარს ნუ აცხარებ“, კნეინავ, მოიმკი წყევლა-კრულსაო.

მაგ ლიბერალურ ტიტინსაც, მოგისმენს მხოლოდ ცვედანი,

ჩვენ კიდევ გვიძგერის, რასაცა გვიმღერდნენ ჩვენი დედანი.

არვინ შეგარჩენს სამოთხის მსხვერპლად ამაოდ გაღებას,

ნუ იზამ, ნუ გვაიძულებ რისხვის კარიბჭის გაღებას.

იქნება, ვერც კი მოასწრო პარიზში ჩანთის წაღება.         

წადი, გაგვშორდი, ორგულო, სტამბულის ფრენის ხაზებით,

ვინძლო, სტრასაბურგში ჩასული, ფრანგულად გეინაზები?!

 

 

big_banner
არქივი