logo_geo
ირაკლი კობახიძე თბილისის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის და პოლიტიკის სკოლის სტუდენტებს შეხვდა
- +

31 მაისი. 2023. 18:57

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე თბილისის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის და პოლიტიკის სკოლის სტუდენტებს შეხვდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, ირაკლი კობახიძემ ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებზე ისაუბრა, მათ შორის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მხარდაჭერით ხელმოწერილ შეთანხმებაზე და მხარეთა მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების საკითხზე.

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ყურადღება გაამახვილა უკრაინაში მიმდინარე ომზე, საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე და ამ კუთხით საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებებზე.

 

ირაკლი კობახიძემ, ასევე იმსჯელა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე, რუსეთთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე, ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე და ამ მიმართულებით არსებულ დადებით ტენდენციებზე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

big_banner
არქივი