logo_geo
გელა ზედელაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა შემოგითვალათ, მეტი საქმე არა მაქვს, სადმე გავიქცე საქართველოდანო!
- +

16 ივნისი. 2017. 23:23



2012 წლის არჩევნებში დამარცხების შემდეგ „ნაციონალებმა" თავიანთივე წიაღში რამდენიმე „მნიშვნელოვანი" სამუშაო ადგილი შექმნეს. შეიძლება ამ სქემას სამუშაო ადგილების ინსტიტუტიც დავარქვათ.


ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, მოკლედ და კონკრეტულად გეტყვით... ყოველი არჩევნების წინ, სადღაც 3-4 თვით ადრე (საპრეზიდენტო, საპარლამენტო, ადგილობრივი) იწყება ინტენსიური კამპანია მოწოდებებით: „ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ტოვებს", „ბიძინა ივანიშვილი საქართველოდან გაქცევას აპირებს", „ბიძინა ივანიშვილი მალე გაიპარება", „საიდუმლო შეხვედრა შუშის სასახლეში - ივანიშვილი ძლივს დააკავეს, გარბოდა". ალბათ, ხვდებით, რომ ეს ერთგვარი დაბალი დონის პიარია, რომელიც გათვლილი აქვთ გაუნათლებელ მასაზე.


2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ამ ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა ნიკანორ ანზორის ძე მელია, რომელსაც პერიოდულად ბნედასავით წამოუვლიდა ხოლმე და იწყებდა ასეთი ინფორმაციების გავრცელებას:


„რამდენიმე დღის წინ ივანიშვილი შეხვდა მის უახლოეს გარემოცვას, რომელზეც დგას ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა და უთხრა, რომ არადამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში იგი დატოვებს ქვეყნის ფარგლებს და ამის შემდეგ მოხდა ის, რაც ჩვენ ვიხილეთ".


მდააა... ხედავთ, რა მძიმე სურათია? ჯერ ტექსტი ნახეთ: „რამდენიმე დღის წინ ივანიშვილი შეხვდა მის უახლოეს გარემოცვას, რომელზეც დგას ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა". ხომ გინდა ჭკუა და გონება, ასეთი ჩიქორთული წინადადება რომ მოიფიქრო და მერე დაასკვნა, ამის შემდეგ მოხდა ის, რაც უკვე ვიხილეთო? რა იხილეს „ნაცებმა"? რავი, გვიყალბებენო, ძალადობენო, იმას გვიშვრებიან და ამას გვიშვრებიანო! ისე, „ნაცებს" რომ რამე გაუკვირდებათ ამ ქვეყანაზე, ეგაა გასაკვირი, მეტი არაფერი!


ჰოდა, იმას ვამბობდი, ესენი მუდმივად აბოლებენ ხალხს, ბიძინა ივანიშვილი გარბისო, მაგათ მომხრეებს უხარიათ, ქოშებს ისვრიან ჭერში და ხელების პარჭყვით გაჰკივიან: „მიჰა, ჩამოჰი, ჩვენ გავიჰარჯვებთ"! აი, არ ვიცი, ბოლო დროს თურმე „ნაციონალების" ლექსიკიდან რამდენიმე ასო-ბგერა ისე ამოვარდნილა, თავადაც კი ვერ მიხვდნენ. კაცო, ესენი კი იძახიან, ბიძინა გარბისო, მაგრამ აგერ, 5 წელზე მეტი მიიწურა და არ გარბის... ჰო, არ დამავიწყდეს, შრომითი ინსტიტუსის რაობაც, ანუ მუშაობის სქემაც უნდა გაგაცნოთ: ესე იგი, „ნაცები" ქირაობენ თავიანთ მომხრეებს, რომლებიც დღეში ცხრაჯერ დაწერენ სოციალურ ქსელებში: „ბიძინა გაიქცევა, მიშა ჩამოა"! ასევე, ამ ადამიანებმა საზოგადოებაში ზეპირსიტყვიერად უნდა გაავრცელონ იგივე - „ბიძო გარბის, მიშა მორბის"! რასაკვირველია, ეს ყველაფერი ფული ჯდება, ამაში ხელფასები გაიცემა.


იცით, რატომ წამოვიწყე ამ თემაზე საუბარი? აგერ, მოახლოვდა ადგილობრივი არჩევნები და ისევ წამოვიდა მსგავსი ინფორმაციები, მაგრამ ძალიან გამიკვირდა, როცა ავტორად აჭარელი მურმან დუმბაძე მოგვევლინა:


„მურმან დუმბაძის განცხადებით, მას არ სურს, რომ ივანიშვილმა გამსახურდიას, შევარდნაძის და სააკაშვილის ბედი გაიზიაროს და ქვეყნიდან გაქცევა მოუწიოს. დუმბაძის განცხადებით, ამის ნიშები უკვე სახეზეა. ,,ბიძინა ივანიშვილს უცნაური შეხედულებები აქვს პარლამენტზე, იქ შესაყვან ხალხზე. საოცარ ადამიანებს აწინაურებს. უცნაური შეხედულებები აქვს-ღირსებასა და უღირსობაზე. მის საკადრო პოლიტიკას, რომ ვუყურებ, კიდევ ერთხელ მიმტკიცდება ეჭვი, რომ ის საქართველოდან გაქცევას აპირებს".


მურმან, ბატონო მურმან, გაიღვიძეთ, ვინც „ნაციონალური მოძრაობა" შემოხაზა 2012-ში, ყველას ძირმაგარა გამოუვიდა იღლიაში, გახსოვთ? კაი, ბატონო, იმათ იღლიაში გამოუვიდათ, მაგრამ თქვენ რა მოგივიდათ, რამ გადაგიყვანათ ჭკუიდან, სად რა გამოგივიდათ ამისთანა, რომ ერთ დროს  თქვენს აღმაზევებელსა და დამფასებელს ასეთ რამეს უწინასწარმეტყველებთ? მოიცადეთ, თქვენ რომ იყოთ ივანიშვილის კარზე წინ მჯდომი და გავლენიანი, ხომ კარგი იქნებოდა, ხომ არ იტყოდით, ბიძინა გაიქცევაო? ეეეჰ... უმადურობა ღუპავს ამ ქვეყანას, უმადურობა და ცუდკაცობა, თორემ რა გვიშავდა, რა გაგვიჭირდებოდა?!


ისე, მითქვამს და ვამბობ, ბიძინა ივანიშვილს ყველაზე მეტად მათი უნდა ეშინოდეს, ვისაც ჩააცვა და დააპურა, ვინც დააფასა. მოკლედ, იცოდეთ, როცა იწყება კამპანია სლოგანით - „ბიძინა გაქცევას აპირებს", უნდა მიხვდეთ, რომ „ნაციონალებში" სრული მობილიზაციაა გამოცხადებული არჩევნებისთვის და ათასნაირ სუსულელეს როშავენ!


ისე, კიდევ ერთი, დავუშვათ, ივანიშვილი მართლაც გაიქცა და „მიჰა ჰამოვიდა", მერე, თქვენ რა, ბატონო მურმან, თქვენ ხომ ერთ ადგილას გამოგივათ ძირმაგარა კი არა, პრეზერვატივწამოცმული „დუბინკა"? აჰ, შეიძლება არა, „ოცნებაში" მიშამ შეგაგზავნათ? რა ვიცი, რა ვიცი, ეგ მაინც არაა სანდო!


ბიძინა ივანიშვილმა შემოგითვალათ, მეტი საქმე არა მაქვს, სადმე გავიქცე საქართველოდანო!

გელა ზედელაშვილი



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი