logo_geo
პრემიერ-მინისტრმა ქუთაისში, დევნილებისთვის ახალი საცხოვრებელი კორპუსების საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადო
- +

6 ივნისი. 2023. 18:01

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი,  ქუთაისში, დევნილებისთვის ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის დაწყების ღონისძიებას დაესწრო და შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადო.

 

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, 720 ბინის მშენებლობა იგეგმება. პროექტის ფარგლებში აშენდება სამი 12-სართულიანი კორპუსი.

 

სამშენებლო სამუშაოები 2025 წლის ბოლოს დასრულდება. დევნილ ოჯახებს ბინები დასრულებული რემონტით გადაეცემათ. მშენებლობის ბიუჯეტი - 77 347 872 ლარს შეადგენს.

 

პრემიერ-მინისტრთან ერთად ადგილზე მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

 

 

big_banner
არქივი