logo_geo
ანდრია ჯაღმაიძე: საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ძალიან საჭირო და საინტერესო ვიზიტი განახორციელა გელათში
- +

6 ივნისი. 2023. 20:38

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ძალიან საჭირო და საინტერესო ვიზიტი განახორციელა გელათში, - ამის შესახებ დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა. საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი ადგილზე გაეცნო არსებულ პრობლემატიკას და სამომავლო გეგმებს.

ამ საინტერესო ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა იმითაც ენიჭება, რომ პრემიერ-მინისტრმა აქ ახალი ინიციატივის შესახებ ისაუბრა. ეს ეხება საერთოდ გელათის კომპლექსის გენერალურ გეგმას, რომელიც გულისხმობს აქ არსებული არქეოლოგიური კვლევების საფუძველზე აღდგენით სამუშაოებს და ერთი მთლიანი გეგმის შემუშავებას, რომელიც აქაურობას მაქსიმალურად კეთილმოეწყობა“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, გელათის სამონასტრო კომპლექსის აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად ახალი გენერალური გეგმა შემუშავდება. ირაკლი ღარიბაშვილი ტაძარში ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ იოანესთან და საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურმა დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიიღო და აღნიშნა, რომ მთავრობა საპატრიარქოს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

big_banner
არქივი