logo_geo
უკრაინელებმა ტყვედ აიყვანეს ქართველი, რომელიც რუსების მხარეს იბრძოდა
- +

7 ივნისი. 2023. 13:36

 

 

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ტყვედ აყვანილ ჯარისკაცებს შორის არის ქართველი, რომელიც რუსი ოკუპანტების მხარეს იბრძოდა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ის აგვისტოს ომის მონაწილე გივი ვანიშვილია, რომელიც შემდეგ, სამშობლოს ღალატის ბრალდებით დააკავეს, დღეისთვის კი რუსების მხარეს იბრძვის.

 

ტყვედ აყვანილი ქართველის ვინაობის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში ქართველი მებრძოლების ნაწილი ადასტურებს.

 

„ახლობელმა დამირეკა, უკრაინელმა - ქართველი გვყავს დაკავებულიო. დამაინტერესა და მივედი, 2-3 მეტრში იდგნენ ტყვეები. როგორც შევადარე სურათი და დავუძახე, შენ გივი ხომ არ ხარ-მეთქი, ჰო, გივი ვარო“, - განუცხადა tv „პირველს“ უკრაინაში მყოფმა ერთ-ერთმა ქართველმა.

 

 

big_banner
არქივი