logo_geo
რატომ წავიდა მიკლუხო მაკლაის ძე სააკაშვილი ტანზანიაში?
- +

22 ივნისი. 2017. 15:54



საინფორმაციო სააგენტო „ექსპრესინფო" საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ტანზანიაში ვიზიტს ეხმიანება და სტატიას აქვეყნებს:


ჩვენი ნამაღლარი პრეზიდენტი განაგრძობს ქართული საზოგადოების გაოცებას. არც ადრე აკლებდა, მაგრამ უკვე საკმაოდ დაცხა იმისთვის, რომ გრაფიკიდან და ლოგიკიდან საერთოდ ამოვარდეს. მისთვის 25-30 გრადუსიც საკმარისია. მოკლედ, ახლა ბატონ მიკლუხოს ისე აქვს საქმე, შეიძლება პოროშენკომ უკრაინიდან გამოაძევოს. გამოაძევოს რა, როგორც მოქალაქეობა მიანიჭა თათარიახნად, ეგრევე ჩამოართმევს და მორჩა, უნდა დაახვიოს იმ ტერიტორიიდან.


ესე იგი, ნახეთ, რააა, ტიპი წაიყვანეს, უპატრონეს, თანამდებობაზე დანიშნეს, საქართველოს კანონმდებლობა სენატორ მაკკეინის ბრძანებით ფეხებზე დაიკიდეს, „აგულავეს", „აბლატავეს" და ახლა იძახის, პოროშენკოს რეჟიმი უნდა დავამხოო. ჯერ ერთი, რა ჯანდაბა უნდოდა კიევში, როცა იანუკოვიჩი დაამხეს და მეორეც - რა კაცობაა, შენს დამპურებელ-შემფარებელს რომ გადაუდგები და ჩამოგდებას დაუპირებ? არა, ჩამოგდების ტრაკი რომ აღარ გაქვს და ყურადღებასაც არავინ გაქცევს, თუ ნორმალური ხარ, კი უნდა მიხვდე, მაგრამ როდის იყო ჩვენი მიკლუხო ნორმალური რომ ახლა იყოს?!


ერთი სიტყვით, ამ ტაკიმასხარამ გუშინ ასეთი განცხადება გააკეთა:


„22 ივნისს 2 მოწვევა მაქვს. ერთი ტანზანიის ხელმძღვანელობისაგან დარ-ეს-სალამში (აფრიკა) კონფერენციაზე და მეორე კი ბრიუსელის სამიტზე, ევროპის სახალხო პარტიისაგან. ახლახან სანდო წყარომ მაცნობა, რომ ბრიუსელიდან დაბრუნების შემდეგ უკრაინაში აღარ შემიშვებენ, ვინაიდან პოროშენკო, რომელც ასევე იქნება ბრიუსელის სამიტზე, უკრაინის მოქალაქეობას ჩამომართმევს. მე თავიდანვე არ ვგეგმავდი ბრიუსელში წასვლას და მივდივარ აფრიკაში. ასე რომ პეტრო პოროშენკო, ნუ დარდობთ, არ გაგიფუჭებთ განწყობას ბრიუსელში, ვინაიდან თქვენგან 11 ათასი კილომეტრის დაშორებით ვიქნები აფრიკაში და შეეშვით ჩემთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე ფიქრს, ვინაიდან მე მაინც დავბრუნდები მშობლიურ კიევში".


აი, რეალური მიზეზი, თუ რატომ არ მიდის მიკლუხო ბრიუსელში... პოროშენკოო, მიმართავს უდიერად, ნუ დარდობო, არ წამოვალ და პრობლემებს არ შეგიქნიო, არ ჩამომართვა მოქალაქეობაო. უჭირს ტიპს, უკვე გაღუნულია, მაგრამ თან თავისას აწვება: რა ფეხებად მინდა ბრიუსელი, აგერ, დავადებ თავსა და აფრიკაში წავალ, ტანზანიის ხელმძღვანელობამ მიმიწვიაო.


ღმერთო, დიდებულო, ნეტა ტანზანიის ხელმძღვანელობას რატომ უნდა მიეწვია, დავიჯერო, ტანგანიკისა და ზანზიბარის გაერთიანებაშიც აქვს წვლილი შეტანილი? შეგახსენებთ, ტანზანია წარმოიშვა ამ ორი კოლონიის გაერთიანებით. ნუ გამოვრიცხავთ, რომ სააკაშვილის წინაპრებსა და ტანზანიელების წინაპრებს, ანუ ბუნტუს ტომებს შორისაც იყოს რაღაც ნათესაური კავშირი და როგორც კი სისხლმა დაიწყო ყივილი, ეგრევე გაწია კამეჩივით.


ისე, რაღა დაგიმალოთ და... ესეც ბიძინა ივანიშვილის ბრალი მგონია... ბატონო ბიძინა, რატომ ჩაყარეთ „ნაციონალები" და მათი ლიდერი ამ დღეში, აკი ამბობდით, ძალიან არ გავაბანძებო?!


თორნიკე ზედელაშვილი



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი