logo_geo
რუსულმა National Geographic-მა საქართველოს რუკა აფხაზეთის გარეშე დაბეჭდა
- +

26 ივნისი. 2017. 00:27



National Geographic-ის რუსულენოვანმა ვერსიამ Traveler საქართველოს შესახებ მომზადებულ მასალაში რუკა აფხაზეთის გარეშე დაბეჭდა. მასალაში საქართველოს შესახებ ფოტოტურს გვთავაზობენ და მკითხველს საინტერესო ადგილების შესახებ მოუთხრობენ. სტატია სათაურით "გამარჯობა, გენაცვალე" აპრილ-მაისის ნომერში დაიბეჭდა.


რუსული National Geographic-ის საიტზე საქართველოს რუკა საერთოდ არ ფიგურირებს და მხოლოდ ფოტოებია გადატანილი. თუმცა, ბეჭდურ ვერსიაში საქართველოს რუკა აფხაზეთის გარეშეა წარმოდგენილი.


​სტატია საქართველოს სხვადასხვა კუთხეებს ეძღვნება და მკითხველს მოგზაურობის შესახებ საჭირო ინფორმაციას აწვდის.



 

 

 

big_banner
არქივი