logo_geo
„საქართველოში 311 მოქმედი მეჩეთია, თურქეთში კი არც ერთი ქართული ტაძარი არ ფუნქციონირებს“
- +

26 ივნისი. 2017. 15:45



სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ოფიციალური ვიზიტით თურქეთში იმყოფებოდა.


პატრიარქი ანკარაში თურქეთის რელიგიის საქმეთა სამმართველოს ხელმძღვანელმა, პროფესორმა მეჰმეტ გორდეზიმ მიიწვია.


შეხვედრაზე ილია მეორემ აღნიშნა, რომ მუსლიმან მოსახლეობას საქართველოში რელიგიური აღმსარებლობის ყველა პირობა აქვს, რის მაგალითადაც საქართველოში მოქმედი 311 მოქმედი მეჩეთი დაასახელა. ილია მეორის თქმით, ეს ხდება მაშინ, როცა თურქეთის ტერიტორიაზე არც ერთი ქართული ტაძარი მოქმედი არ არის. ამასთან, უწმინდესმა ოშკისა და იშხნის სარესტავრაციო სამუშაოებში ქართველი სპეციალისტების და მეცნიერების ჩართვა მოითხოვა.




 

big_banner
არქივი