logo_geo
როგორ ჩნდება facebook-ზე ჰარი პოტერის ჯადოსნური ჯოხი
- +

26 ივნისი. 2017. 17:21



​დღეს ფეისბუქი ჰარი პოტერის ფანებს განსაკუთრებულად ანებივრებს. სოციალური ქსელის მომხმარებლებს რამდენიმე სიტყვის გამოყენებით ჰარი პოტერის ჯადოსნური ჯოხის ხილვა შეუძლიათ. ამისთვის ჩვენთვის ნაცნობი სიტყვების ფეისბუქზე დაპოსტვა არის საჭირო. მაგალითად: Harry Potter, Slytherin, Gryffindor​.


​ჰარი პოტერის ჯოხის გამოჩენა ფეისბუქზე შემთხვევითი არ არის. დღეს ჰარი პოტერის პირველი წიგნის გამოსვლიდან ზუსტად 20 წელი გავიდა.


20 წლის წინ პირველად ხელში დავიჭირე წიგნი, რომელიც ჩემთვის ყველაფერია'', - ამბობს BBC-თან ინტერვიუში ბრიტანელი მწერალი ჯოან როულინგი.


„ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა"​ 1997 წელს გამოიცა.


ჰარი პოტერის ყველა წიგნი, რომელიც ჯოან როულინგმა დაწერა მსოფლიო ბესტსელერად იქცა. მისმა გაყიდვებმა რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა.





 

big_banner
არქივი