logo_geo
ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კატალოგი იქმნება
- +

26 ივნისი. 2017. 19:21



ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების შესახებ ონლაინ კატალოგი ხელმისაწვდომი ივნისიდან გახდება.


ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით, კატალოგი ასოციაცია „ქართული ღვინო"-მ შექმნა. როგორც ასოციაციში განმარტავენ ონლაინ კატალოგი www.geowinery.com არის ასოციაცია „ქართული ღვინო"-ს მორიგი ინოვაციური პროდუქტი, რომელიც 2017 წლის ივნისიდან ამუშავდება.


კატალოგის პირველადი დანიშნულებაა, მომხმარებლებს მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია ღვინის დახასიათებაზე, ყურძნის ჯიშებზე, მწარმოებელ კომპანიაზე და იმ სიახლეებზე, რომელიც მეღვინეობა- მევენახეობის დარგის წარმომადგენლებისთვის არის საინტერესო. ასოციაციის ცნობით


ამჟამად კატალოგში 200-მდე ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების პროდუქციაა თავმოყრილი. სამომავლოდ კი ჩამონათვალი გაიზრდება. ონლაინ კატალოგის გვერდიდან მომხმარებელი ღვინის ტურიზმის ონლაინ პლატფორმაზე georgianwine.travel შეძლებს გადასვლას. , პროექტის პრეზენტაცია გაიმართება ხუთშაბათს გაიმართება.


პროექტი ხორციელდება ევროკავშირის დახმარებით და ბულგარეთის სავაჭრო სამრეწველო პალატის ხელშეწყობით.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი