logo_geo
მამუკა არეშიძე: საკონსტიტუციო ცვლილებები აუცილებელი იყო!
- +

28 ივნისი. 2017. 23:56



ექსპერტი მამუკა არეშიძე საკონსტიტუციო ცვლილებებს დადებითად აფასებს. მისი განცხადებით, იმ კონსტიტუციას, რომელიც აქამდე არსებობდა, ძალიან სერიოზული ხარვეზები ჰქონდა და აუცილებელი იყო საკონსტიტუციო ცვლილებების გატარება.


„კონსტიტუციას, რომელიც აქამდე არსებობდა, სერიოზული ხარვეზები ჰქონდა და ვფიქრობდი, რომ აუცილებელი იყო საკონსტიტუციო ცვლილებები. ძალიან გაიჭიმა ეს პროცესი და ცუდი რეაქცია მოჰყვა ამას პოლიტიკურ სპექტრში, მაგრამ თავისთავად ეს არ არის მოულოდნელი. მმართველმა ძალამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, ის ორი მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც შეიტანა ერთი მიწასთან დაკავშირებული და ტრადიციულ ფასეულობებთან დაკავშირებული. ეს არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და საზოგადოების უდიდესი ნაწილის მოთხოვნა. სწორედ ამის გამო არის, რომ საზოგადოება დადებითად ხვდება საკონსტიტუციო ცვლილებებს", - განაცხადა მამუკა არეშიძემ.


საკონსტიტუციო ცვლილებებზე საქართველოს მასშტაბით საყოველთაო-სახალხო განხილვები გაიმართა.


 

 

 

big_banner
არქივი