logo_geo
გელა ზედელაშვილი: რა აქვს ნაჭამი ბუკიკიოს სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში?!
- +

30 ივნისი. 2017. 23:17



მართალია, მე არ ჯანი ვარ ბუკიკიო, მაგრამ მაინც ვრჩები ხშირად იმედგაცრუებული და თითქმის ყოველ ერთ საათში მემატება იმედგაცრუება!


დიახ, მე იმედგაცრუებული ვარ თავად ბუკიკიოს ვიზიტით და მისი სასოწარკვეთილი განცხადებებით. კიდევ იმით, რომ თურმე მისთვის თავის დროზე, როცა მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტი იყო, გადაუცია საპატიო მედალი და სხვადასხვა ჟღარუნ-ჟღურუნები გიგა ბოკერიოს ინიციატივით!


რავა ყველას აქვს კუდი გადაბმული ამ მიშასთან წარსული დროიდან? რავა ყველა ჰყავს ამ მიშას მოქრთამულ-მოთაფლული ევროპასა და ამერიკაში? ოჰ, არ დამიწყოთ ახლა, ევროპასა და ამერიკაში ქრთამი არ არსებობსო, კორუფცია საერთოდ გაქრაო... რა გაქრა, ხალხო? ქრთამების გაოფიციალურება ლობირების მომიზეზებით, მაგათი მოგონილია, ქრთამს დაარქვეს ლობირება და გააფორმეს ხელშეკრულებებით. სწორედ ეგ თემა აკავშირებს სენატორ მაკკეინს საქართველოსთან და ეგ თემები აკავშირებთ ევროპელ ე.წ. დიპლომატ-პოლიტიკოსებსაც. დიახ, ხელი ხელს ჰბანდა, ახლა აღარ ბანს და ეგენიც მისტირიან ძველ დროებას, როცა მედლების გარდა ფულსაც კარგად ტვირთავდნენ თავიანთ ანგარიშებზე!


არადა, ძალიანაც რომ გინდოდეს, კორუფციაში ვერ დაადანაშაულებ, ყველაფერი იურიდიულად აქვთ გაფორმებული და შავით თეთრზე უწერიათ, რომ მაგალითად, ამა და ამ წლებში ლობისტური კომპანია, რომელიც ჯონ მაკკეინს ეკუთვნოდა და ახლა მისი ცოლის საკუთრებაა, ძაან მაგრად მოგვემსახურა ქართველებს. კონკრეტულად რა გაგვიკეთეს? ის, რომ მაგალითად, მიშა ჩაიყვანეს ამერიკაში და სურათი გადააღებინეს ბარაკ ობამასთან. რა დაგვიჯდა სურათის გადაღება? ბევრი არაფერი, რამდენიმე მილიონი დოლარი!


დაუკვირდით, ევროპელი, ამერიკელი თუ გაურკვეველი წარმომავლობის ჩინოვნიკი, რომელიც ჩამოდის საქართველოში და ეგრევე გადადის კრიტიკაზე, შეურაცხყოფაზე, შეშფოთებაზე, მას აუცილებლად აქვს დედიმისისა ნაჭამი სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში. აი, ამიტომაც არ გვახსოვს ბუკიკიოს წუხილი და იმედგაცრუება საათში ერთხელ იმ დროს!!!

 

გელა ზედელაშვილი


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი