logo_geo
გელა ზედელაშვილი: „ნაციონალებო“ თქვენ ხართ ბოზები!
- +

1 ივლისი. 2017. 03:03



29 ივნისის ღამეს თეთრი სახლის ადმინისტრაციიდან ასეთი წერილი გამოგვიგზავნეს:


„მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი საქართველოს ეწვევა! ვიცე-პრეზიდენტი შეხვდება პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და სხვებს. ასევე, მოინახულებს ამერიკელ და ქართველ სამხედროებს, რომლებიც მონაწილეობენ „ღირსეული პარტნიორის" წვრთნებში".


ნუ, ეხლა „ნაცები" რის „ნაცები" იქნებოდნენ, რომ ეს წერილი თავიანთებურად არ მოეთარგმნათ? სოციალურ ქსელებში ეგრევე დაიწყეს ასეთი კომენტარების კეთება:

 

„ოჰოოო, დროული ვიზიტია"... „აჰაა, ვიღაცას დაერხა"... „დროა, ხელისუფლებას ყური აუწიონ"... „ნეტა ოპოზიციასაც შეხვდება"? „შეხვდება და სათანადო ინფორმაციასაც მიიღებს, აბა, რააა"!.. „ნახეთ, როგორ გავს ყველაფერი 2003 წელს"!


როგორც ხედავთ, სულგაყიდული „ნაციონალები" ვეღარ მალავენ თავიანთ პოლიტიკურ ხვაშიადს, მათი ოცნებაა, გამოვიდნენ გარეთ, აიყოლიონ ხალხი, მერე ჩამოვიდეს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი, დაელაპარაკოს ბიძინა ივანიშვილს, დატოვე საქართველო, მოგცემთ ხელშეუხებლობის გარანტიასო და მანქანების უწყვეტი კოლონის თანხლებით თბილისში დაბრუნდეს მიხა სააკაშვილი!


ავოიეეეეეეე!!!


ეტყობა, ახალი თაობის დასირებულმა „ნაცებმა" არ იციან, ან თავებს იკრეტინებენ, რომ შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ჩამოსვლა სულაც არ ჰგავს 2003 წელს რამდენიმე მიზეზის გამო: პირველი - 2003-ში, როცა ედუარდ შევარდნაძეს შეექმნა კრიზისი, საქართველოში ჩამოფრინდა არა შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი, არამედ სერგეი ივანოვი (თუ არ ვცდები, მაშინ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად მუშაობდა).


დიახ, „ნაცებო", სააკაშვილი და ძმანი მისნი რუსებმა „აკურთხეს", როგორც ხელისუფალნი და არა ამერიკელებმა. თუმცა ვერ უარვყოფთ, მაშინ ამერიკელების „დაბრომაც" იმუშავა!

 

მეორე - 2003-ში სააკაშვილს და მის ბანდას მართლაც ჰქონდა მოსახლეობის მხარდაჭერა იმიტომ, რომ უკვე ყელში იყო ამოსული შევარდნაძის მმართველობა. ამავე დროს, არსებულ რეჟიმს ყავლი ჰქონდა ბუნებრივად გასული და ვინც არ უნდა ყოფილიყო სიახლეების მომხრე, ხალხი ყველას დაუჭერდა მხარს. ასე რომ, სააკაშვილს ბევრი არაფერი გაუკეთებია, ჟვანია-ბურჯანაძესთან ერთად, ფაქტობრივად, ხონჩით მიართვეს ძალაუფლება და როცა აჭარაში დაძაბეს სიტუაცია, ისევ რუსები ჩამოვიდნენ და წაიყვანეს ასლან აბაშიძე, არავითარი ამერიკელები!


დაბოლოს... დავუშვათ, საქმე ისეა, როგორც თქვენ გელანდებათ, „ნაცებო", რა გიხარიათ, რა სასიამოვნოა, როცა შენც ხელისუფლებას ყურს ვინმე უწევს?! ვაიმე, ოპოზიციას არ შეხვდებაო? თუ შეხვდება, რა, ჩაუშვებთ ყველა დონეზე ხელისუფლებას? უჩივლებთ აშშ-ის ვიცე პრეზიდენტთან? ეტყვით, რომ საქართველოში ტირანია მძვინვარებს? ასე რომ იყოს, თქვე ბოზებო, ასე ვინ გაბაირამებდათ, ვინ გაპარპაშებდათ? დღეს საქართველოში ტირანია კი არ მძვინვარებს, იმნაირი დემოკრატიაა, ხალხს რომ ნერვები ეშლება და თქვენს დედის ტ...ვნაზე ოცნებობს. ალბათ მაიკ პენსის იმასაც აცნობებთ, რომ საქართველოდან აზერბაიჯანის ეროვნული გმირი აფგან მუხთარლი გაიტაცეს და ეს არის საშინელება, ლამის ყოველდღე იტაცებენ უცხოელ ჟურნალისტებს საქართველოდან, არა?! თან იმასაც დააყოლებთ, რომ ქართული სახელმწიფოებრიობა უკვე ჩამოიშალა და რაც შეიძლება მეტი გრანტებია საჭირო, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები გაამაგროთ!


ჰო, კიდევ ერთის თქმა მინდოდა, კინაღამ დამავიწყდა: თქვენ არ გაქვთ ხალხის მხარდაჭერა და რამდენიც არ უნდა ათამაშოთ ერთი ადგილი, ვეღარასოდეს მობრუნდებით... შეიძლება ოდესმე „ოცნება" წავიდეს და თავის დროზე წავა კიდეც, მაგრამ თქვენი მობრუნების შანსმა 2012-ში დალია ჩაილურის წყალი!


მოკლედ, „ნაციონალებო", მოხარული ვარ, საზოგადოებას ვაცნობო, რომ თქვენ ხართ ბოზები!

 

გელა ზედელაშვილი



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი