logo_geo
მეუფე იაკობი: დღეს ახალი მსოფლიო წესრიგი იქმნება, ზუსტად ის ადგილი უნდა მოვნახოთ, რაც საქართველოს წინსვლისთვის იქნება აუცილებელი და ამის დიდი პოტენციალი გვაქვს
- +

17 ნოემბერი. 2023. 01:00

"დღეს ახალი მსოფლიო წესრიგი იქმნება, ზუსტად ის ადგილი უნდა მოვნახოთ, რაც საქართველოს წინსვლისთვის იქნება აუცილებელი და ამის დიდი პოტენციალი გვაქვს," - ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იაკობმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

 

მისი თქმით, საქართველომ აფხაზეთიც აუცილებლად უნდა დაიბრუნოს და ცხინვალის რეგიონიც.

 

 

„რომ დავინახო, რომ ჩვენი ხელისუფლება რუსეთისკენ ნაბიჯებს დგამს, პირველი მე ვიქნებოდი ეკლესიიდან, ვინც ამაზე ხმას ამოიღებდა. აუცილებლად ვიტყოდი ამას და ცოტა ხისტიც ვიქნებოდი ამ თემაზე, მაგრამ დღევანდელ პირობებში ვერ ვხედავ ამის საშიშროებას. ჩვენ ამერიკასთან საუკეთესო ურთიერთობები უნდა გვქონდეს, ევროპისკენ სწრაფვა ნიშნავს, რომ ყველანაირად განვვითარდეთ, თუმცა ევროპასაც ჩვენგანაც ბევრი რამ აქვს სასწავლი. რუსეთს რაც შეეხება, მათთანაც უნდა გვქონდეს ის ურთიერთობები, რომ მომავალში ეს არეულობა რომ დამთავრდება, შეგვეძლოს მათთან საუბარი. აფხაზეთიც უნდა დავიბრუნოთ აუცილებლად და ცხინვალის რეგიონიც. ამიტომ ჩვენ კავკასიის ხალხებთან ყველასთან კარგი ურთიერთობა უნდა გვქონდეს, ეს უნდა შევძლოთ“, - აღნიშნა მეუფე იაკობმა.

big_banner
არქივი