logo_geo
ილია დარჩიაშვილი ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარს, კადრი სიმსონს შეხვდა
- +

17 ნოემბერი. 2023. 11:37

 

 

2023 წლის 17 ოქტომბერს, თბილისში, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარს, კადრი სიმსონს შეხვდა.

 

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე. აღინიშნა ქვეყნისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკომისიის რეკომენდაცია.

 

მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობას ენერგეტიკის სფეროში. ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში.

 

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს გლობალური მნიშვნელობის ენერგოპროექტები, რომლებშიც საქართველოა ჩართული. განსაკუთრებით აღინიშნა შავი ზღვის კაბელის პროექტის მნიშვნელობა.

 

ასევე ხაზი გაესვა  მწვანე ენერგიის განვითარების კუთხით ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას.

 

 

big_banner
არქივი