logo_geo
ოთარ შამუგია: დღეს ყველანაირი წინაპირობა არის იმისთვის, რომ ლიცენზია გამოცხადდეს ძალადაკარგულად
- +

20 ნოემბერი. 2023. 17:14

 

 

„დღეს ყველანაირი წინაპირობა არის იმისთვის, რომ ლიცენზია გამოცხადდეს ძალადაკარგულად“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ. მინისტრმა მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე რაჭაში სამონადირეო მეურნეობის მოწყობის ლიცენზიის საკითხზე დეტალურად  ისაუბრა.

 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, გარემოს ეროვნულ სააგენტოს  დაწყებული აქვს ადმინისტრაციული  წარმოება ლიცენზიის ძალადაკარგულად  გამოცხადებასთან დაკავშირებით.  ყველა შესაბამის  უწყებას გაგზავნილი აქვს  შესაბამისი წერილები  და გამოთხოვილია ინფორმაციები. არსებობს ყველა  წინა პირობა  იმისა, რომ ლიცენზია გამოცხადდეს  ძალადაკარგულად. 

 

„სააგენტოს უნდა მივცეთ  საშუალება, რომ  ეს პროცესი ბოლომდე მიიყვანოს. მინდა საზოგადოებამ  იცოდეს, რომ  სრულად  არის ეს ინფორმაცია  მიწოდებული იმ ადამიანებისთვის, ვინც დღეს  აპროტესტებს  სამინისტროსთან საკითხს და  ითხოვს ლიცენზიის გაუქმებას. ეს პროტესტი, როგორც ჩვენთვის ცნობილია,  დაიწყო დაახლოებით თვენახევრის წინ და ჩვენ  ამ საკითხზე საუბარი მაისიდან დავიწყეთ, რომ ვალდებულებები არ სრულდებოდა და რომ მივიღეთ გადაწყვეტილება დაცული ტერიტორიის შექმნასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

 

 

big_banner
არქივი