logo_geo
„მე და თოი გამოგვაგდეს“ - რატომ დაატოვებინეს „ისთ ფოინთი“ და „თბილისი მოლი“ ქრისტინე იმედაძეს?
- +

10 დეკემბერი. 2016. 10:42


 

 

დაახლოებით ერთი თვის წინ, მე და თოი „ისთ ფოინთს" ვეწვიეთ, სადაც ქუჩაში მდგომმა დაცვის ბიჭმა ტერიტორიის დატოვება მოგვთხოვა!" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მომღერალი ქრისტინე იმედაძე წერს.


„ეს ფოტო სხვა ქვეყანაშია გადაღებული... აფთიაქში! თოი ყველგან ჩემთან ერთად მოგზაურობს და ყველა ქვეყანაში ნებისმიერ კაფეში, სავაჭრო ცენტრში, მაღაზიაში და აფთიაქშიც კი საპატიო სტუმარია! წყალსაც სთავაზობენ!

 

დაახლოებით ერთი თვის წინ, მე და თოი „ისთ ფოინთს" ვეწვიეთ, სადაც ქუჩაში მდგომმა დაცვის ბიჭმა ტერიტორიის დატოვება მოგვთხოვა!

 

- ქუჩიდან მაგდებთ კილონახევრიანი ძაღლის გამო-თქო ?!

- კი, აქ ძაღლი აკრძალულიაო...

- ნიშანი სად კიდია-თქო?

ერთ-ერთ ცარიელ ფართზე მიმითითა, სადაც რემონტი მიმდინარეობდა .... მივხვდი, რომ დისპუტს აზრი არ ჰქონდა და დავტოვეთ ტერიტორია!

 

ერთ კვირაში „თბილისი მოლიდანაც" გამოგვაგდეს.

 

საზღვარგარეთ დახურულ შენობებში, რომლებსაც გადახაზული ძაღლის ნიშანი აქვს, თოის ზომის ძაღლს პრობლემა არ აქვს... მაქსიმუმ ზრდილობიანი თხოვნით მოგმართონ, რომ ძირს არ დასვა!

 

P.S. „ისთ ფოინს" რომ ვტოვებდით, ზუსტად იმ დროს ქუჩის ძაღლმა შეირბინა ტერიტორიაზე", - წერს ქრისტინე იმედაძე.




 

big_banner
არქივი