ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში ნარკოტიკული საშუალებების დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით, 10 დეკემბერს გამართულ საპროტესტო აქციას ეხმაურება:
„ნარკოტიკების ლეგალიზაციასთან დაკავშირებით ისმის სხვადასხვა „რეკომენდაციები". იქაო, სუსტი ნარკოტიკიო, სახელმწიფო სამსახურში ვერ იმუშავებენო, საჭესთან არ შეიძლებაო დ.ა.შ.
სიაფანდია ეგ ყველაფერი და „ცოტა შემაყოფინეს" ჰგავს! ინტერნეტში გავრცელებულია საკმაოდ საინტერესო წერილი იმის შესახებ, თუ სწორი პიარის შემთხვევაში როგორ მოხდება კანიბალიზმის დაკანონება. ეს მკაცრი მაგალითი კარგად გვაჩვენებს იმას, რომ თუ კანიბალიზმის დაკანონებას აქვს პერსპექტივა, გაცილებით მცირე უბედურების დაკანონება, შედარებით ადვილი იქნება.
ნარკოტიკის დეკრიმინალიზაცია კი არ უნდა მოხდეს, არამედ ჩადების, „ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე" დაკავების, დაკავებულთან შედარებით პოლიციელის ჩვენების უპირატეს პოზიციაში ყოფნის აბსოლუტური აღმოფხვრა. იმ შემთხვევაში, თუ დაკავებული „სუფთა" იქნება, პოლიციელის სულ მცირე სამსახურიდან გაგდება (გაშვება კი არა, გაგდება).
აი ესაა სულ და კიდევ ერთს ვიტყვი: არცერთი თავმოყვარე ქეში, თუ მკეთებელი აქციაზე არ მივა!!! ეგ მომიტინგეები ჩვეულებრივად მაყუთს აკეთებენ!!!",- წერს გაბრიჭიძე.