logo_geo
არჩილ გამზარდია არჩილ თალაკვაძეს: ტყუილად არ ხარ ჩემი ფავორიტი, ყოჩაღ!
- +

12 დეკემბერი. 2016. 01:45


 


ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

„მოკლედ, არც ისე საიდუმლო წყაროებით გავიგე, რომ ჯანდაცვის კომიტეტში დაიწყეს მუშაობა სოციალური შეფასების სისტემის შეცვლაზე;

 

შეგახსენებთ, ეს არის თემა, რომლის გამოც მე ასევე ძალიან გავაკრიტიკე ხელისუფლება, რადგან სოციალური შეფასების მაჩვენებლები 90-იან წლებში მიიღო შევარდნაძის მთავრობამ და მას მერე რეალობა ძალიან შეიცვალა.

 

დამალვას აზრი არ აქვს და გარდა ჩემი საჯარო შეფასებებისა და კომენტარებისა, უმრავლესობის ლიდერს პირადად ვაცნობე ამ შეფასების სისტემის შესახებ;

 

როგორც გავიგე, პარლამენტში საკომიტეტო დონეზე რამდენიმე დღეა უკვე დაიწყო მუშაობა ამ თემაზე, კერძოდ, ნაცვლად ოჯახზე წლიური 32000 ლარიანი (ოფიციალურად 40000) შემოსავლისა, რასაც სახელმწიფო განიხილავდა "სიმდიდრედ", მიუხედავად იმისა, ერთი სული ცხოვრობდა ოჯახში თუ ათი, მიდის მუშაობა, რა კრიტერიუმებმა და მოცულობამ უნდა მოახდინოს მდიდრის იდენტიფიცირება.

 

იმედი მაქვს, კომიტეტი ადეკვატურ საზღვრებს დაადგენს, რომ არ მოხდეს ე.წ. საშუალო ფენის მდიდრებად მოხსენიება და გაღარიბება, ასევე ღარიბების გაღატაკება და ა.შ. ეს მოგვცემს საშუალებას შევქმნათ სოციალური შეფასების თანამედროვე და სამართლიანი სისტემა, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან სოციალური უსამართლობა სოციალური სამართლიანობით შევცვალოთ.

 

არჩილ თალაკვაძე, ტყუილად არ ხარ ჩემი ფავორიტი, აი, ყოჩაღ!

 

ის, რაც ბოლო ხანებში ხდება, ყალიბდება კარგ ნიმუშად, როგორ უნდა ითანამშრომლოს ხელისუფლებამ საზოგადოებასთან, როგორ უნდა უსმინოს და გაითვალისწინოს",- წერს გამზარდია. 


 

big_banner
არქივი