logo_geo
ირაკლი შონია: აქ სულ სხვა ნაღმია ჩადებული, რომელსაც „თავისუფალი“ ადამიანები დემოკრატიას მიაწერენ
- +

12 დეკემბერი. 2016. 11:04



ჟურნალისტი ირაკლი შონია სოციალურ ქსელში წერს:


ამ დღეებში შეძლებისდაგვარად ვკითხულობდი სტატუსებს, მესტიის ფონზე, შიშველი ადამიანის პოზირბაზე... რამაც საზოგადოების უმრავლესობის აღშფოთება გამოიწვია და ეს ბუნებრივიც იყო! შევხვდი ისეთ განაცხადებებსაც: მერე რა! მოგცლიათ ერთი! ქვეყანაში უფრო მეტი პრობლემებია! კი ბატონო, მართლაც დიდი პრობლემებია - ტერიტორიული მთლიანობის, ოკუპანტთა თავნებობის, სოციალური სიდუხჭირის, ეროვნული ფასეულობების დეგრადაციის, მაგრამ შიშველი ფოტოსესიის" მოწყობაც არაფერი იქნებოდა, ეს რომ ნუდისტურ პლიაჟზე ყოფილიყო ანდა სულაც დაუსახლებელ ყვავილებიან მინდორში, თუმცა აქ სულ სხვა ნაღმია ჩადებული, რომელსაც თავისუფალი" ადამიანები დემოკრატიას მიაწერენ, რაც რეალურად არაფერ კავშირშია თავისუფლებასთან ან რაიმე ეგზოტიკურთან... სვანეთი, სადაც დღემდე შემორჩენილია ქართული ადათ-წესები და ტრადიციები, სადაც წმიდათაწმიდაა სვანური კოშკები, მის ფონზე პოზირბს უსახო, უეროვნო, დეგრადირებული დეგენერატი! ეს მართლაც დასაგმობი ქმედებაა (აბა, ვინმემ მსგავსი რამ ჩაიდინოს ვატიკანის წინ ან პარიზში ნოტრ-დამის ტაძართან), აღმაშფოთებელი ის არის, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი ამაში ვერანაირ საფრთხეს ვერ ხედავს, არადა, ხვალ მსგავს ადამიანს ახლა დადიანების სასახლესთან მოუნდება შიშველი პოზირბა, ზეგ გელათის ტაძრის ფონზე, მერე სვეტიცხოველთან და სიონთან, ახლო მომავალში, ალბათ, 9 აპრილის მემორიალთან და ასეთ ქმედებას მიაწერენ დემოკრატიას და თავისუფლებას... არა, ბატონებო, ეს ყველაფერი შემთხვევითი არაა და ყოველივე ამას ძალიან საშიში და საფრთხის შემცვლელი საფუძველი უდევს!" - წერს შონია.



 

big_banner
არქივი