logo_geo
დარეჯან ლიპარტელიანი: ჩაატაროს ნიკა გვარამიამ გახდილმა თათბირი და...
- +

12 დეკემბერი. 2016. 11:05


 

ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში წერს:

 

„ჰოდა, ჩაატაროს ნიკა გვარამიამ გახდილმა თათბირი და რგოლეიშვილ, თავის ქმარ-შვილს ქუჩაში შიშველი შეხვდეს და მიესალოს თავის მეზობლებს დედიშობილა, ამას ვინმე უშლით? უბრალოდ, უზნეო და საზოგადოებისთვის საძულველ, ოდიოზურ ტიპებს, მართლა არანაირი უფლება არ აქვთ, სვანებზე ცუდი ტონით ისაუბრონ და ის, რომ თითქოს, ჩვენ სვანები, - ერთი გაუნათლებელი ფენა ვართ საზოგადოებისა, გვარამია-რგოლეიშვილის ფონზე... იცით, რა გითხრათ? თქვენი საქმიანობით და ქმედებებით რომ ვერ იმსახურებთ, ვერც პატივისცემას და ვერც საზოგადოების სიმპათიას, ამის შემდეგ, ასეთ არადეკვატურ ქმედებებს მიმართავთ ხოლმე... დაგაგვიანდათ ძალიან, იმ შიშველმა და ლამაზმა ბიჭმა ყველას დაგასწროთ... რომ არა ეს ფოტო, ვინ იყო ის ერთი კვირის წინ? არავინ!... ახლა კი ცნობილი და მისაბაძი გახდა თქვენნაირებისთვის... და ვინ გახადა ის ბიჭი ცნობილი? სვანებმა! ოდა, გაუმარჯოს სვანებს და იმრავლოს ჩვენმა ჯიშმა და ჯილაგმა!!!.... ვისაც გულზე არ გეხატებით და არ გევასებით სვანები, გაექანეთ და ზედ შხარას მწვერვალზე, დაემხეთ და დაეხიეთ, თქვე მაიმუნებო, გვარამიებიც და რგოლეიშვილებიც, ზედგამოჭრილია შხარა თქვენთვის... დასცინეთ თქვენს თავს და სარკეშიც თუ ჩაიხედავთ, იქნებ მიხვდეთ, რასაც წარმოადგენთ. ესეც ასე!" - წერს ლიპარტელიანი.




 

big_banner
არქივი