logo_geo
გია გაბრიჭიძე: არ დაგიმალავთ და „ნაციონალური მოძრაობა“ სულ ცალ ფეხზე მკიდია
- +

16 ნოემბერი. 2016. 23:22



ჟურნალისტი გია გაბრიჭძე „ნაციონალურ მოძრაობასთან" და მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:

 

„გუშინ არჩევანში ვუსმინე მიხეილ სააკაშვილს. რაც არ უნდა საოცარი იყოს, მან აბსოლუტურად საღად ჩამოაყალიბა ის მიზეზები, რის გამოც არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა", არამედ ე.წ. „შუაც გაიკრიფა" (ცხადია ე.წ. „მასობრივი" და „ტოტალური გაყალბებები" არ იგულისხმება, რადგანაც ეს ფრაზები დიშოვი თავის მართლებაა და ეგრე შალვა ნათელაშვილიც ლაპარაკობს).

 

არ დაგიმალავთ და „ნაციონალური მოძრაობა" სულ ცალ ფეხზე მკიდია, მაგრამ ქვეყანაში დემოკრატიის არსებობისთვის აუცილებელია, რომ არსებობდეს ჯანსაღი ოპოზიციური სპექტრი (ამის დაწერა ზედმეტია, მაგრამ იმათთვის, ვინც ზერელედ კითხულობს, განვმარტავ, რომ სიტყვა „ჯანსაღი" თავის თავში უკვე გამორიცხავს როგორც ნაცებს, ასევე ძალიან ბევრ ე.წ. პოლიტიკურ ძალას).

 

პარტია, რომელსაც ხელისუფლებაზე პრეტებზია აქვს:

 

პირველი და მთავარი - როგორი უნდა იყოს პარტიის სამუშაო საათები.

 

რასაც ყურადღება მივაქციე, იყო ის, რომ სააკაშვილმა ისაუბრა პარტიის წევრთა მუშაობის გრაფიკზე და ხაზი გაუსვა იმას, რომ პარტიის ოფისები (ვიმეორებ - ოფისები!) 24 საათიან რეჟიმში უნდა მუშაობდეს (მუდამ უნდა იყოს მოძრაობა, სირბილი, ფიქრი, გეგმების შემუშავება დ.ა.შ. - დაკონკრეტება ჩემია), რაც ამომრჩეველთან ურთიერთობის აუცილებელი პირობაა! და მან მაგალიტად „ნაციონალური მოძრაობის" საწყისი ეტაპი მოიყვანა.

 

მეორე და არანაკლებ აუცილებელი არის „რევოლუციური სიმსუბუქე". სწრაფი და უკომპრომისო გადაწყვეტილებების მნიღების უნარი.

- „მე ხომ ვუყურებ ჩვენებიც რაღაც ნაწილი დაიღალა, ყოფილი თანამდებობის პირები არიან უკვე, უკვე სხვა რაღაცაა, ეს რევოლუციური სიმსუბუქე აღარავის აღარ აქვს. თანამდებობებზე იყვნენ, აი მეც ხომ ხედავთ ცოტა... ისინიც უკვე მძიმეები არიან". ამ ჭრილში ძალიან კარგად ჩანს, რომ ის ე.წ. „შუა" კი არ დაიღალა, არამედ უსაქმურობისგან „გადაიღალა". ბიუჯეტიდან მიღებული დარმავოი ფული და არჩევნების წინ ორი პლაკატის დაბეჭდვა. არადა არჩევნები რევოლუციაა. უსისხლო, დემოკრატიული რევოლუცია!

 

მესამე - არანაირი გარიგება და დათმობა, მაგრამ ეს მხოლოდ იმ პარტიებს შეუძლიათ, ვისაც სერიოზული მხარდამჭერები ჰყავს, ან იმას, ვისი ლიდერშიპიც მარტო ჭამაზე და ოფისში ჯოკერის თამაშზე არ ფიქრობს.

 

კიდევ ბევრი საინტერესო რამ თქვა, მაგრამ ამაზე მერე..."


 

right_banner big_banner
არქივი