logo_geo
არჩილ გამზარდია: პოლიტიკური მარკეტინგის ძირითადი წესი „ნაციონალურ მოძრაობას” ურჩევს...
- +

16 ნოემბერი. 2016. 23:22



ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია „ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:


„ბიზნესში მარკეტინგის ძირითადი წესები ადმინისტრირებენ ასე: თუ გქონდა ვთქვათ ფაფების მაღაზია, მაგრამ მიზეზთა გამო მისი გაყიდვები შემცირდა არასასურველ დონემდე, უარი უნდა თქვა მის მომხმარებელზე და გადახვიდე ბიზნესის სხვა სახეობაზე.

 

შესაბამისად, პოლიტიკური მარკეტინგის ძირითადი წესი „ნაციონალურ მოძრაობას" ურჩევს, რომ თუ მათი გაყიდვები დაემსგავსა ზემოთ ხსენებული ტორტების მოცვას, უარი უნდა თქვას  სრულად ფაფების მომხმარებელზე და შეიცვალოს პროფილი, გავიდეს შესაბამის მომხმარებელზე.

 

მორალი: „ნაციონალურ მოძრაობას" - გინდათ პოლიტიკური პერსპექტივები? უარი თქვით მიხეილ სააკაშვილის გაყიდვებზე და მის  ამომრჩევლებზე (ფაფის ქეისი)  და გადით სხვა პროდუქტების გაყიდვაზე ანუ შეცვალეთ "ნაციონალური მოძრაობის" სახელით: „ნაციონალური მოძრაობა", შეცვალეთ პოზიციონირება, ადამიანური რესურსები და აქამდე არსებული ძირითადი საიმიჯო ნიშნები: დარგობრივი მსჯელობა - პოლიტიკური დემაგოგიის ნაცვლად; კრიტიკა - ხელისუფლების დისკრედიტაციის ნაცვლად; პოზიტიური თვითგამოხატულება -  აგრესიის ნაცვლად და ა.შ.

 

ასეთ შემთხვევაშია მხოლოდ შესაძლებელი „ნაციონალური მოძრაობისათვის" პოლიტიკური პერსპექტივების შექმნა."


 

big_banner
არქივი