logo_geo
„შსს მოძრაობის წესების სანიმუშოდ დაცვისთვის უკვე ასაჩუქრებს!“
- +

17 ნოემბერი. 2016. 01:49



შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეა პერტაია სოციალურ ქსელში წერს:


„შსს საგზაო მოძრაობის წესების სანიმუშოდ დაცვისთვის უკვე ასაჩუქრებს! რა თქმა უნდა, თუ ამის თაობაზე ქვემოთ აღნიშნული გზით შეგვატყობინებთ...

 

ზოგჯერ მხოლოდ ერთი ნაბიჯია საკმარისი იმისთვის, რომ სამყარო უკეთესობისკენ შეიცვალოს."

 


გადადგი შენი ნაბიჯი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისთვის და გაუზიარე ის მთელ საქართველოს!


შეუერთდი კამპანიას - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის"


დაიცავი საგზაო მოძრაობის წესები, გადაიღე ფოტო, ან შექმენი ნებისმიერი სახის კრეატიული ნამუშევარი;


გაგზავნე ის Facebook გვერდზე „ჩემი ნაბიჯი" და მიიღე:


ბრენდირებული მაისური

წიგნაკი

ავტომანქანის არომატიზატორი

გულსაბნევი

ტელეფონის სტიკერი

ჭიქა.


 

right_banner big_banner
არქივი