logo_geo
მართლა გაგიჟდით?
- +

17 ნოემბერი. 2016. 04:21



სოციალურ ქსელში გავრცელდა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ დაბეჭდილი წიგნის ერთი გვერდის ფოტო, სადაც ვკითხულობთ:


„იყო და არა იყო რა, იყო ერთი მეფე. რომელსაც ცოლი ადრე გარდაეცვალა და ამ ამბავს იმდენად განიცდიდა, ჭკუიდან შეცდა. სხვა ცოლის მოყვანაზე არც უფიქრია.

 

გავიდა რამდენიმე წელიწადი და მისი ასული გაიზარდა. ძალიან ჰგავდა დედას, მასავით მშვენიერი და სათნო გოგონა იყო. შვილის შემხედვარე შეშლილ მეფეს საშინელი აზრი მოუვიდა - გადაწყვიტა, საკუთარი ასული შეერთო ცოლად.

 

საბრალო გოგომ არ იცოდა, რა ექნა. შეწუხებულმა მეგობარ ფერიას სთხოვა დახმარება"...



შეგახსენებთ, რომ წიგნი სკოლის დაბალი კლასის მოსწავლეთათვისაა განკუთვნილი. საინტერესოა, ან ტექსტებს ვინ კითხულობს და ან ამ წიგნების სკოლებში შეტანის უფლებას ვინ იძლევა? გასაგებია, რომ ზოგი კომბლეს დასდევს, ზოგი წიქარას და ზოგს მელიისთვის გადაგდებული ბარტყის ძვალი აქვს გაჩხერილი ყელში, მაგრამ მართლა გაგიჟდით?


 

right_banner big_banner
არქივი