logo_geo
არჩილ გამზარდია: სიმართლე მსოფლიომ ნაკლებად იცის, არამედ მხოლოდ იმ ადამიანებმა, ვისაც შეეხო...
- +

16 დეკემბერი. 2016. 14:27


 

 

 

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში წერს:


„ალეპოში პუტინისტური რუსული პოლიტიკა იკვებება ბავშვთა სისხლით;

 

ჩეჩნეთშიც რუსები იკვებებოდნენ ბავშვების სისხლით;

 

აფხაზეთსა და სამაჩაბლოშიც რუსები იკვებებოდნენ ჩვენი შვილების სისხლით;

 

რომ არა დანარჩენი მსოფლიო, უუნარო მმართველის ხელში 2008 წელსაც იგივე მოხდებოდა ჩვენთან;

 

იუგოსლავიაში კი თავის დროზე ამერიკული პოლიტიკა იკვებებოდა ბავშვების სისხლით, ცნობილი იყო შემთხვევები, როდესაც ნაპალმს დებდნენ კანფეტებსა და სათამაშოებში და იმას აძლევდნენ ბავშვებს;

 

ვიეტნამშიც ცნობილია უამრავი სისასტიკე ამერიკელი ჯარისკაცების, ერაყშიც...

 

როდესაც სამყაროს ტიტანები ეომებიან, სისასტიკე განუზომელია, პროპაგანდაც ბევრია, ცრუ მითებიც და სიმართლეც; როგორც წესი, სიმართლე მსოფლიომ ნაკლებად იცის, არამედ მხოლოდ იმ ადამიანებმა, ვისაც შეეხო", - წერს გამზარდია.




 

big_banner
არქივი