logo_geo
„წაბრძანდით, ბატონო, იქ და გნებავთ, პლანი მოწიეთ და გნებავთ - კაცზე იქორწინეთ!“
- +

17 ნოემბერი. 2016. 12:05



ჟურნალისტი ეკა სეხნიაშვილი სოციალურ ქსელში მარიხუანას დეკრიმინალიზაციის შესახებ წერს:


„ძალიან sorry, ძაან „პრადვინუტებო" და თქვენი შვილები გადაიყვანეთ მარიხუანაზე და დააქლიავეთ დილა-საღამოს პლანტაციებით! რა მარიხუანას ხვნა-თესვა, მთელი ევროპა და დარჩენილი მსოფლიო ჯანსაღ წესსა და სპორტ-აქტივობებზე ფიქრობს და ესენი კიდევ 80-იანი წლების ჩამორჩენილი საბჭოელის აზროვნებას ვერ გასცდნენ, დასავლეთი მხოლოდ იმიტომ რომ სურდათ, პლანს მოვწევო! ავოიეე, იქით გაიწიეთ, ნუ „გვაბოლებთ", ამხანაგო გირჩებო თუ ციყვებო!

 

მარიხუანას მოხმარების ლეგალიზება პრინციპულად არასწორად მიმაჩნია! დეკრიმინალიზაციას, იცით, როგორ ებრძვის ევროპა? - ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდირებით. გაიარა მარიხუანას ეიფორია ევროპამ უკვე და მიხვდა, რომ დიდ ქაქშია! თავისი შვილებიდან დაიწყონ ეს პროცესი და ვნახავთ, როგორ მოეწონებათ!

 

საზოგადოების დიდ ნაწილს არ მოსწონს ნარკომანები, უბრალოდ, თავად ნარკომანები გახდნენ დიდი ნაწილი! მე არ მინდა ეგ არაჯანსაღი ხალხი ჩემს გვერდით და ამიტომაც, ყველანაირად ვემხრობი, რომ მომავალ თაობას არ ჰქონდეს იმის განცდა, რომ მოსწევს და გაიჩხერს და ეგ არაფერია! დეკრიმინალიზაცია მოხდება, ბლა-ბლა-ბლაა და დავედით 5 მილიონიდან 3-მდე ბოლო 5 წელიწადში. არაა აუცილებელი, ამოვალპოთ ციხეში, მაგრამ საბავშვო ბაღიდან მოყოლებული ამის საწინააღმდეგო სწორად გააზრებული კონცეპტუალური საგანმანათლებლო პროგრამები უნდა შემუშავდეს!

 

ბარიგაც უნდა დაიჭირონ და ის მომხმარებელიც, დატენილი ჯიბეებით ვინც დარბის. „გაიპრავებენ", მომხმარებელი ვარო და გვიკითხავენ აქ მორალს!

 

და კიდევ: ევროკავშირის სხვა მოთხოვნებზე იყავით ასეთი ცქვიტები და შუქნიშანზე „წითელზე" გაჩერება ისწავლეთ ჯერ!

 

ამსტერდამში კაცების ქორწინებაც ლეგალიზებულია და წაბრძანდით, ბატონო, იქ და გნებავთ, პლანი მოწიეთ და გნებავთ, კაცზე იქორწინეთ!" - წერს ეკა სეხნიაშვილი.






 

big_banner
არქივი