logo_geo
მერაბ რაფავა: მომხმარებელიც და „ბარიგაც“ ორივე ერთი ნაგავია!
- +

17 ნოემბერი. 2016. 12:13



ნარკომანი არის პოტენციური დამნაშავე, ოჯახის და ერის მოღალატე,მომხმარებელიც და „ბარიგაც" ორივე ერთი ნაგავია..." - ამის შესახებ სოციალურ ქსელში თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი მერაბ რაფავა წერს.


„თავისუფლება უნდათ! ხომ გესმით, თავისუფლება პლანის მოწევაში, ტო! პლანს რომ არ ვაწევინებთ, მაგის გამო გვაქვს ვიზა-ლიბერალიზაციის პრობლემა თურმე... ევროკავშირის ქვეყნებს, ყველას სხვადასხვა პოლიტიკა აქვს ეგოისტ ნარკომანებთან მიმართებაში. არსად არ არის კატეგორიული მოთხოვნა ნარკომომხმარებლების დეკრიმინალიზაციაზე... წავლენ ევროპაში, სადღაც იმათხოვრებენ, მაღაზიებში ნივთებს და ქუჩაში ველოსიპედებს მოიპარავენ, თუ ბედმა გაუღიმათ, ხან გაიჩხერენ და ხან პლანით გამოთაყვანდებიან და მერე დაგიწყებენ საერთაშორისო სამართალზე, ადამიანთა უფლებების დაცვაზე, ევროკავშირზე და ა.შ. ლექციების წაკითხვას, ძალიან „პრადვინუტები" ხდებიან, როცა ნარკოტიკებით გამოლენჩდებიან... ნარკომანი არის პოტენციური დამნაშავე, ოჯახის და ერის მოღალატე,მომხმარებელიც და „ბარიგაც" ორივე ერთი ნაგავია..." - წერს მერაბ რაფავა.





 

big_banner
არქივი