logo_geo
გენრი დოლიძე: მოგეხსენებათ აჭარაში შეიცვალა კულტურის მინისტრი...
- +

21 დეკემბერი. 2016. 23:58


 



„ვუერთდები როინ აბუსელიძის შამპანურს! მოგეხსენებათ აჭარაში შეიცვალა კულტურის მინისტრი...",- ამის შესახებ პოეტი გენრი დოლიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„ვუერთდები როინ აბუსელიძის შამპანურს!

 

მოგეხსენებათ აჭარაში შეიცვალა კულტურის მინისტრი...

 

რაც ასპარეზზე ვარ, მეოთხე მინისტრი გამოვიცვალე და პირველი კაცი იყო, რომელმაც „მიღების საათები" დააწესა და შეხვედრაც კი „სანატრელი" გაგვიხადა. პირველი შემთხვევა იყო რომელთანაც საერთო ენა ვერ გამოვნახეთ. გია თავამაიშვილი - კაცი, რომელმაც გაგვიჩერა www.litklubi.ge , „ბათუმელი პოეტების ტურნე", „ლიტქალაქი" და მოკლა ჟურნალი „ჭოროხი" (რომელმაც გადაიტანა კომუნისტების, ზვიადის, ედუარდის, მიშას პერიოდი). პირველი მინისტრი იყო მწერლობის მიმართ აბსოლუტური გულგრილობით გამორჩეული. თვით ჩიკვაიძესაც შეშურდებოდა...

ალილუია!",- წერს დოლიძე. 


 

big_banner
არქივი