logo_geo
სალომე ზურაბიშვილი: ეს დასჯადი არაა?!
- +

2 მარტი. 2018. 23:45


 

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„რა ხდება სახელმწიფო ტენდერში კორპორატიულ მომსახურებაში (რაზედაც იხარჯება ბიუჯეტის თანხები) ტენდერში გაიმარჯვა სამივე კომპანიამ... ანუ „მაგთი", „ჯეოსელი" და „ბილაინი" გარიგებაში შევიდნენ... და ეს დასჯადი არაა?"- წერს ზურაბიშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ ახალი სატენდერო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ახალი პაკეტი,  1-ელი მარტიდან ამოქმედდა. ახალი პაკეტის გათვალისწინებით, კორპორატიული პირობებით მოსარგებლე აბონენტებს, წინა პერიოდში ნაყიდი მეგაბაიტები „მაგთიმ"  გაუუქმა და ინფორმაცია სმს-ის სახით გაუგზავნა. 


 

big_banner
არქივი