logo_geo
ოთარ აბესაძე: კომბლე კარგი მენეჯერია
- +

17 ნოემბერი. 2016. 18:38


 

 

„მე მაინც ვფიქრობ, რომ კომბლეს ძირითადი საქმიქნობა მაინც კომბლის თლაა და არა მეცხვარეობა (ზღაპრის მიხედვით) ან მესაქონლეობა (მულტფილმის მიხედვით). სახელიც მაგას მიუთითებს კ ო მ ბ ლ ე, მეკომბლე", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრი ოთარ აბესაძე წერს.


„ვფიქრობ, ცხვრების ან ძროხის მოვლა უფრო ჰობია. შესაბამისად, თავის ძირითად საქმიანობას ანუ კომბალს და მის დამზადებას ანუ თლას ძალიან წარმატებით იყენებს მულტფილმის მიხედვით გაქსუებულ ბატონთან და ზღაპრის შემთხვევაში მგელთან. კომბლე ამას თავადაც აღიარებს, რომ მისი ძირითადი საქმიანობა არის კომბლის თლა და ამან უნდა არჩინოს ( იხ. ფოტო. ამონარიდი ზღაპრიდან. დიალოგი). შესაბამისად, მეცხვარეობა ან მეცხოველეობა დამატებითი საქმიანობა უფროა ან თუნდაც ბიზნესი, ან კვებითი დანიშნულების საშუალება, ვიდრე ძირითადი შემოსავლის წყარო.

 

ვფიქრობ, კომბლე კარგი მენეჯერია", - წერს აბესაძე.


Description: https://scontent-fra3-1.xx.fbcdn.net/v/t1.0-9/15036236_10154278704428547_6729090023868133696_n.jpg?oh=3e5dcbae870f9dcbe1e64e7b0219c838&oe=58CF730B


 

big_banner
არქივი