logo_geo
„შეთქმულების თეორიებში გახლართულები რომ დაწყნარდნენ“ - თამარ ჩერგოლეიშვილი განცხადებას ავრცელებს
- +

18 ნოემბერი. 2016. 11:23

 

 

„ტაბულას" მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, 2003 წელს ამერიკის მაშინდელი ელჩი რიჩარდ მაილსი სააკაშვილს გაყალბებული არჩევნების აღიარებას სთხოვდა. ჩერგოლეიშვილი აქვე ამერიკის საელჩოს პასუხზეც ამახვილებს ყურადღებას.


„შეთქმულების თეორიებში გახლართულები რომ დაწყნარდნენ. დადო ამერიკის საელჩომ მის გვერდზე სააკაშვილის სიტყვებზე გამოხმაურება.

 

იმედია, შემდეგი თეორია ის არ იქნება, რომ იან კელი აიყვანა მძევლად ჩერგოლეიშვილმა. ასეც ნუ გადაირევით - სირცხვილია", - წერს ჩერგოლეიშვილი.


შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ამერიკის საელჩომ სიცრუე უწოდა.








 

right_banner big_banner
არქივი